Sunday, April 12, 2015

დავიწყეთ პროექტებით სწავლება.  პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს  მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლობა. უკვე გავიაზრე  რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ძალიან საინტერესო იყო პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვეხმარებოდით.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი მე მგონი უკვე საინტერესოდ მიდის..

No comments:

Post a Comment