Saturday, April 25, 2015
Sunday, April 19, 2015
დღე იყო ძალიან საინტერესო. განვახორციელეთ დაწყვილების თამაში და წყვილებმა გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაციები. გავუზიარე მეწყვილეს ჩემი მოსაზრებები და შენიშვნები. დავინახე რომ უკუკავშირი ხელს უწყობს კითხვების სწორ ფორმულირებას. გავეცანი საავტორო უფლებებს და ვიცი რატომ და რა დროს არ უნდა დავარღვიო საავტორო უფლება.
Saturday, April 18, 2015
ვთვლი რომ დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი, რადგან გავეცანით შეფასების ფორმებს, სტრატეგიებს, ინსტრუმენტებს. რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებას და გვეხმარება რათა სასწავლო პროცესი იყოს წარმატებული და პროგრესირებადი. კოლეგები აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას ერთმანეთის შეფასების ინსტრუმენტის შერჩევაში.
Sunday, April 12, 2015
დავიწყეთ პროექტებით სწავლება. პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლობა. უკვე გავიაზრე რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ძალიან საინტერესო იყო პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვეხმარებოდით.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი მე მგონი უკვე საინტერესოდ მიდის..
Subscribe to:
Posts (Atom)